ამ ჰაეროვანი და უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი Gemrielia.ge -ის ჯგუფის წევრმა თამო მეფიშვილმა გაგვიზიარა. მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.
ინგრედიენტები
- ვანილი
- ზეთი – 1.00 ჩკ
- გამაფხვიერებელი – 10.00 გრ
- ლიმონის წვენი – 1.00 სკ
- კაკაო – 3.00 სკ
- რძე – 3.00 სკ
- ვაშლი – 4.00 ცალი
- ფქვილი – 300.00 გრ
- გამდნარი კარაქი – 200.00 გრ
- არაჟანი – 200.00 გრ
- შაქარი – 500.00 გრ
- კვერცხი – 4.00 ცალი
მომზადების წესი
1.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის გული 200 გრ შაქართან ერთად. დაამატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი.
2.მოაყარეთ:გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი.
3.მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ დაახლოებით 170–180 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში.
4.გახეხეთ ვაშლი და დაამატეთ ლიმონის წვენი.
5.გადაუსვით გამომცხვარ ბისკვიტს და შედგით ისევ ღუმელში, დაახლოებით 5 წთ.
6.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის ცილა.
7.მოადუღეთ ცალკე წვენი: 200გრ შაქარი მოათავსეთ ქვაბში და დაამატეთ 100მლ წყალი.როდესაც წვენი გაცხელდება, ეტაპობრივად დაუმატეთ ბეზე და თქვიფეთ განუწყვეტლივ,15 წთ–ის განმავლობაში.
8. გადაანაწილეთ ბისკვიტზე და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, დააყოვნეთ 10 წუთი.
9.მოამზადეთ მინანქარი:წამოადუღეთ კაკაო, რძე და 100გრ შაქარი. ბოლოს დაუმატეთ ზეთი