ინგრედიენტები
- გახეხილი შოკოლადი
- ნიგოზი – 1.00 ჩ/ჭ
- კარაქი – 180.00 გ
- შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი”) – 2.00 ქილა
ბისკვიტი
- ვანილი – 1.00 ჩ/კ
- თაფლი – 4.00 ს/კ
- ფქვილი – 3.00 ჩ/ჭ
- გატარებული ნიგოზი – 2.00 ჩ/ჭ
- შაქარი – 2.00 ჩ/ჭ
- კვერცხი – 2.00 ცალი
მომზადების წესი
ბისკვიტი:
პირველ რიგში, გააკეთეთ გოგლი-მოგლი და დაუმატეთ თაფლი,ნიგოზი,ვანილი და ფქვილი. როცა ცომი მზად იქნება, გაყავით ორ ნაწილად. თითოეული მათგანი გამოაცხვეთ 350 გრადუსზე , 5 წუთის განმავლობაში.
კრემი:
ცალ-ცალკე ადღვიბეთ კარაქი და შედედებული რძე.მხოლოდ ამის შემდეგ აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ ნიგოზი. დაკრემეთ და გააფომეთ ნიგოზითა და გახეხილი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!