Headlines

ძალიან რბილი და ფაფუკი ვაშლის ნამცხვარი, რომელიც პირში დნება

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი – 10.00 გრ
  • ფქვილი – 350.00 გრ
  • შაქარი – 200.00 გრ
  • გამდნარი კარაქი – 200.00 გრ
  • რძე – 200.00 მლ
  • კვერცხი – 4.00 ცალი
  • ვაშლი – 4.00 ცალი

მომზადების წესი

1. ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ შაქარი. თქვიფეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება შაქარი.
2. დაუმატეთ გამდნარი კარაქი, რძე,ფქვილი და გამაფხვიერებელი.
3. ათქვიფეთ მიქსერის მინიმალური სიჩქარით, სანამ კარგად არ შეზავდება ინგრედიენტები.
4. დაჭერით ვაშლი კუბიკებად და დაამატეთ ცომში.
5. საცხობ ფორმაზე მოათავსეთფოლგა და გადაიტანეთ მზა მასა.
6. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე15 წუთის განმავლობაში.
7. ნამცხვარს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი ან შაქრის პუდრა მოაფრქვიოთ.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *