ინგრედიენტები
- მოხარშული შესქელებული რძე – 2.00 ქილა
- ფქვილი – 900.00 გრ
- კვერცხი – 4.00 ცალი
- სოდა – 2.00 ჩკ
- კარაქი – 200.00 გრ
- თაფლი – 4.00 სკ
- შაქარი – 200.00 გრ
მომზადების წესი
200გრ შაქარი და 4ს/კ ნატურალური თაფლი და 200 გრ.კარაქი, ან მარგარინი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ გაზქურაზე, შაქარი კარგად რომ გადნება, დავუმატოთ 2ჩ/კ სოდა და გავაჩეროთ დაახლოებით 3-4წთ. გათეთრდება და გასქელდება. შემდეგ გადმოვდგათ და შევურიოთ სათითაოდ 4ც. კვერცხი და ნელნელა შევურიოთ 800გრ. ფქვილი.
მოვზილოთ ცომი და გავაჩროთ მაცივარში, 20-25წთ-ის განმავლობაში. გამოვიღოთ, დავამუშაოთ ცომი, დაახლოებით 100გრ. ფქვილით, ფქვილი ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს, რომ ცომი არ გამაგრდეს. მივცეთ მოგრძო ფორმა და გავყოთ 6 ნაწილად. გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ფქვილმოყრილ ფორმაზე და გამოვაცხოთ, აუცილებლად წინასწარ გახურებულ ღუმელში, 200°-ზე, 3-4წუთის განმავლობაში, ორივე წვა. ცხვება ძალიან მალე.
კრემი მოამზადეთ შედედებული რძით. ამოვიყვანოთ კარგად, გათეთრებამდე კარაქი და ნელ-ნელა შევათქვიფოთ, 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძითა და ვანილით.