ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი – 400 გ
- მშრალი საფუარი – 0.5 ჩკ
- მარილი – 1 ჩკ
- თბილი წყალი – 300 მლ
მომზადების წესი
მოამზადეთ ინგრედიენტები. თბილ წყალში გახსენით მარილი და საფუარი. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ხელით მოზილეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ცომი უნდა გახდეს ელასტიური და რბილი. შეკარით ცომი მრგვლად, გადააფარეთ პარკი ან ხელსახოცი და გააჩერეთ ამოსასვლელად 2 საათი. 2 საათის შემდეგ, ცომი დაყავით ორ ნაწილად, თითოეული ნაწილი შეკარით ბურთად, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 15 წუთი. თითოეული ცომი გუნდა გაწელეთ რომბის ფორმაში. ცენტრი დააჭირეთ ხელისგულით და გააკეთეთ პატარა ხვრელი. დადგით ფირფიტაზე და მოათავსეთ ცხობისთვის. ამ დროს გააცხელეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მზა პური გადაახვიეთ ხელსახოცში, რომ დარბილდეს. თუ გსურთ ხრაშუნა ქერქი, მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.