ნაზუქის ბებიასული რეცეპტი
მ ა ს ა ლ ა :
- რძე – 1,5 ლიტრი
- კარაქი ან მარგარინი – 500 გრამი
- შაქრის ფხვნილი – 1 კილოგრამი
- ქიშმიში – 1 ჩაის ჭიქა
- კვერცხი – 10 ცალი
- შესქ.რძე – 1 ჩაის ჭიქა
- საფუარი – 2 ცალი (50 გრამიანი)
- ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი – გემოვნებით
მომზადება2 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი და დავდგათ გასაფუებლად. ავიღოთ 1 ლიტრი რძე, გავხსნათ კიდევ ერთი საფუარი, ავურიოთ გაფუებულ რძეში. ჩავამატოთ გათქვეფილი კვერცხები (4 კვერცხის გული შევინახოთ ზემოდან წასასმელად ), შაქრის ფხვნილი, შესქელებული რძე, ქიშმიში, გამდნარი ცხიმი, ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი და ფქვილი იმდენი, რომ მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. როცა კარგად ამოვა, ჩავზილოთ და ისევ დავდგათ გასაფუებლად. შემდეგ ამოვაგუნდავოთ, გავჭრათ შუაზე , გავაბრტყელოთ, მივცეთ მოგრძო ფორმა, წავუსვათ რძეში გათქვეფილი კვერცხის გული და ასე მომზადებული კიდევ გავაჩეროთ 1-2 საათი. თუნუქის ფურცელზე მოვაყაროთ ფქვილი, დავალაგოთ მომზადებული ნაზუქი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.