Headlines

გემრიელი ქადები ტატიანა კვეკვესკირის რეცეპტით,ეს ნამდვილად საოცრებაა .

ინგრედიენტები
ცომი

ფქვილი – 450 გ
კარაქი – 250 გ
არაჟანი – 200 გ
კვერცხი – 1 ც
მარილი
გამაფხვიერებელი – 1 ჩკ
გულსართი

კარაქი – 100 გ
შაქარი – 200 გ
ფქვილი – 200 გ

მომზადების წესი
ჯამში მოვათავსოთ კარაქი, ფქვილი და შევაზილოთ ერთმანეთს. დავუმატოთ არაჟანი და კვერცხი, მარილი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.

დავასვენოთ ცომი და მოვამზადოთ გულსართი: შაქარი, კარაქი და ფქვილი კარგად გადავზილოთ ერთმანეთში. დროის გასვლის შემდეგ ცომს ვყოფთ 2 ნაწილად და ვაბრტყელებთ. ვუსვამთ კვერცხის ცილას, ვაყრით გულსართს და ვახვევთ როლად.ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და სასურველ ფორმებად დავჭრათ.

ვაცხობთ ღუმელში 170 გრადუსზე 20-25 წთ.

ძალიან გემრიელი ქადებიც მზად არის!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *