- ტორტი “იდეალი”
მასალა:
- კვერცხი 4 ცალი
- კარაქი 200 გრამი
- შაქრის ფხვნილი 1,5 ჭიქა
- თაფლი 2 ს/კ.
- ნიგოზი 4 ს/კ.
- ფქვილი 3 ჭიქა
- მოხარშული შესქ.რძე 1 კოლოფი
- სოდა 1 ჩ/კ
- ძმარი 1 ს/კ
- ნახევარი ლიმონის წვენი
- .
მომზადება:
ოთხი კვერცხისა და 1,5 ჩ/ჭ. შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავუმატოთ ოთხი ს/კ. წყალი, ორი ს/კ გატარებული ნიგოზი, ნახევარი ლიმონის წვენი, სამი ჩ/ჭიქა ფქვილი, სოდა-ძმრით. მიღებული მასა დავასხათ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა გაცივდება, გავჭრათ ტორტივით და წავუსვათ კრემი შუაში, გვერდებზე და ზემოდან. გავაფორმოთ დაფხვნილი გვერდებით და შოკოლადით.
კრემი: 1 ქილა მოხარშული შესქ. რძე გავთქვიფოთ 200 გრამ კარაქთან ერთად და დავუმატოთ 2 ს/კოვზი გატარებული ნიგოზი და ვთქვიფოთ მიქსერით.