Headlines

მედოკის რეცეპტი შეიძლება ყველას ჰქონდეს მაგრამ ასეთი რეცეპტით მომზადებული მედოკი არ გეცოდინებათ.

ინგრედიენტები
გლაზური

კაკაო – 30.00 გ
რძე – 50.00 მლ
შაქარი – 100.00 გ
კარაქი – 50.00 გ
კრემი

ნიგოზი, დაფქული – 100.00 გ
სახამებელი – 30.00 გ
ვანილის შაქარი – 10.00 გ
კვერცხი – 2.00 ც
კარაქი – 200.00 გ
შაქარი – 130.00 გ
რძე – 600.00 მლ
ცომი

კარაქი – 100.00 გ
თაფლი – 70.00 გ
გამაფხვიერებელი – 5.00 გ
სოდა – 5.00 გ
კვერცხი – 2.00 ც
კაკაო – 30.00 გ
შაქარი – 150.00 გ
ფქვილი – 350.00 გ

მომზადების წესი
ჯამში ჩაცერით ფქვილი და კაკაო, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ამოურიეთ.

ორთქლის აბაზანაზე დადგით ჯამით კარაქი და თაფლი, დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ კარაქის სრულ გადნობამდე. შეურიეთ კვერცხი და გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ სოდა და დააყოვნეთ ორთქლის აბაზანაზე 10 წუთით.

ეს მასა შეურიეთ ფქვილისა და კაკაოს მასას. კარგად ამოურიეთ, რომ სველი და მშრალი ინგრედიენტები სრულყოფილად შეერიოს ერთმანეთს. მიღებული ცომი შეინახეთ მაცივარში 20 წუთით.

ცომი გაყავით 6 ერთნაირი ზომის და 1 პატარა ნაწილად. თითოეული გუნდა გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და გააბრტყელეთ 2 მმ სისქეზე (28 X 20 სმ). გამოცხობის წინ დაჩხვლიტეთ ფირფიტა ჩანგლით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 7 წუთით.

მოამზადეთ კრემი: ჯამში გადაიტანეთ სახამებელი, დაუმატეთ რძე და გათქვიფეთ. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. თან ურიეთ, რომ ქვაბის კიდეებს არ მიეწვას.

ჯამში მოათავსეთ შაქარი, ვანილის შაქარი და კვერცხი. გათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ რძის მასას. გამუდმებით ურიეთ, სანამ გასქელდება. მიღებული კრემი მაცივარში მოათავსეთ, სანამ კარგად გამაგრდება.

გაცივებული კრემი გათქფვიეფთ. ცალკე ჯამში გათქვიფეთ კარაქი და ეტაპობრივად დაუმატეთ მას მოხარშულიკრემის მასა.

დაიწყეთ ნამცხვარის აწყობა: ფირფიტას კრემი წაუსვით და მოაყარეთ გატარებული ნიგოზი. ასე გააგრძელეთ ყველა ფირფიტაზე გარდა ბოლოსა. მოათავსეთ ნამცხვარი მაცივარში 1 საათით.

მოამზადეთ გლაზური (მინანქარი): ქვაბში გადაიტანეთ შაქარი, კაკაო და რძე. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, გადმოდგით და შეურიეთ კარაქი. მიღებული მინანქარი ნამცხვრის თავზე გადაანაწილეთ. ნამცხვარი ერთი ღამით გააჩერეთ მაცივარში და მიირთვით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *