Headlines

ყველასათვის საყვარელი ორცხობილების ყველაზე ზუსტი რეცეპტი

ინგრედიენტები

ფქვილი – 300.00 გ
კვერცხის ცილა – 2.00 ც
ვანილი
შაქრის ფხვნილი – 100.00 გ
მწიკვი მარილი
კარაქი – 200.00 გ

მომზადების წესი
დარბილებულ კარაქს დაუმატეთ მარილი, შაქრის ფხვნილი და ვანილი. გათეთრებამდე გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ კვერცხის ცილა და თქვეფა გააგრძელეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი და სილიკონის ან ჩვეულებრივი კოვზით მოურიეთ.

ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და გამოსაცხობ ქაღალდზე „დასვით“ პატარა ზომებად. ცენტრში ადგილს თითით დააწექით და სასურველი ჯემით ან თხილეულით ამოავსეთ.

გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმლეში 15-17 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *