Headlines

თითებს ჩაიკვნეტთ ისეთა… თან ამდენი სადღესასწაულო კერძების შემდეგ, ნამდვილად მისწრებაა” – ოსპის წვნიანი ხორცით

ინგრედიენტები

  • ხორცი
  • წითელი ოსპი
  • ლეჩო – 750 გ
  • დიდი ხახვი – 1 თავი
  • ნიორი – 2 კბილი
  • ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • ხმელი ქონდარი
  • ხმელი რეჰანი
  • მეგრული აჯიკა
  • მარილი

მომზადების წესი

ძვლიანი ხორცი მოვხარშე ისე, რომ ძვლებისგან განცალკევება ადვილად შემძლებოდა. ცალკე ქვაბში ბულიონის ცხიმში მოვთუშე ერთი დიდი თავი ხახვი, დავამატე ორი კბილი დაკეპილი ნიორი, წვრილ კუბებად დაჭრილი ყვითელი და წითელი ბულგარულები, ძვლებისგან განცალკევებული ხორციც ჩავაყარე და ასე ვშუშე რამდენიმე წუთით, თან დროდადრო ბულიონს ვამატებდი, რომ არ მიეწვა. კარგად რომ მოითუშა ყველაფერი, დავაყარე წინასწარ საგულდაგულოდ გარეცხილი წითელი ოსპი (20-30 წუთი თბილ წყალშიც ვაჩერებ), დავასხი ბულიონი ისე, რომ ოსპი ოდნავ დაიფარა სითხით (ძალიან თხელი არ მიყვარს) და ვადუღე ოსპის მზაობამდე. ძალიან მალე იხარშაბა, 15-20 წუთიც ყოფნის. ოსპი რომ მოიხარშა, დავამატე ნახევარი ქილა (750 გრამიანი) ლეჩო, დავამატე ხმელი ქონდარი, ხმელი რეჰანი, მეგრული აჯიკა და მარილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *