- შაქარი – 0.5 სკ
მარილი – 1.5 სკ
ძმარი 9% – 1 ჭიქა
ნიორი – 200 გ
ზეთი – 1 ჭიქა
ცხარე წიწაკა, წითელი – 100 გ
სტაფილო – 1 კგ
ვაშლი – 1 კგ
ტკბილი წიწაკა – 1 ცალი
პომიდორი – 5 კგ
გაარჩიეთ ტკბილი წიწაკა თესლისგან.
გაფცქვენით სტაფილო და ვაშლი, ამოაცალეთ გულები.
გაარჩეიეთ ნიორი და წითელი ცხარე წიწაკა.
გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში პომიდორი, სტაფილო, ტკბილი და ცხარე წიწაკა, ვაშლი, დაუმატეთ მიღებულ მასას ზეთი.
მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 2-2,5 საათი.
შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, შაქარი, ძმარი და მარილი. ხარშეთ აჯიკა კიდევ 30 წუთი.
სანამ მასა იხარშება, მოამზადეთ ქილები: კარგად გარეცხეთ და გაასტერილეთ.
ცხელ-ცხელი აჯიკა გაანაწილეთ ქილებში და მოხუფეთ. გადმოაბრუნეთ და გააჩერეთ ასე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შეფუთვა არ უნდა.
რედაქციის რჩევა: აჯიკის ძირითადი კომპონენტებია: ცხარე წიწაკა, ნიორი და მარილი. ნიორი შეარჩიეთ ცხარე, იისფერი შეფერილობით, წიწაკა – ქორფა, ხოლო მარილი – მსხვილი, უკეთესი იქნება ზღვის.