ინგრედიენტები
- ყინულის კუბიკები
- ნაყინი
- რძე
- მდუღარე წყალი
- შაქარი
- კაკაო
- ნალექიანი ყავა
მომზადების წესი
1. პირველ რიგში ათქვიფეთ ყავა და კაკაო ცხელ წყალში. ადუღეთ 2 წუთით, სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ შაქარი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი, სანამ შაქარიც არ გადნება, შემდეგ კი ლითონის საწურის დახმარებით გადაწურეთ.
2. ორ სუფრის კოვზ მიღებულ ნარევს შეურიეთ რძე და ყინულის ნატეხები, ათქვიფეთ კარგად შერევამდე.
3. გადაანაწილეთ 3-4 მაღალყელიან ჭიქაში და მიირთვით სასურველ ნაყინთან ერთად.
შენიშვნა:
თუ იყენებთ ხსნად ყავას, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ადუღების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდუღებულ ყავას განსხვავებული, უკეთესი ეფექტი აქვს!