ინგრედიენტები
- კონიაკი – 2 სკ
- ნესვი, დაჭრილი და გასუფთავებული – 1 კგ
- შაქარი – 1 კგ
- წყალი – 1 ჭიქა
მომზადების წესი
ნესვს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. მოვასხათ კონიაკი, დავაყაროთ 600 გ შაქარი და დავდგათ ორი საათით მაცივარში. დარჩენილი შაქრისა და წყლისგან მოვხარშოთ სიროპი და დავასხათ ნესვს. დავტოვოთ ასე 8-9 საათი. შემდეგ წამოვადუღოთ, და ვხარშოთ სანამ მზად არ იქნება. ნესვი და სიროპი უნდა იყოს გამჭვირვალე, ქარვისფერი.