ინგრედიენტები
- წვრილად დაჭრილი ოხრახუში
- ნიორი – 4.00 კბილი
- შავი პილპილი – 1.00 ჩ/კ
- ქინძი – 1.00 ჩ/კ
- ტომატპასტა – 2.00 ს/კ
- დაფნის ფოთოლი – 2.00 ცალი
- ხახვი – 3.00 თავი
- კარაქი – 2.00 ს/კ
- გულღვიძლი (ძროხის ან ღორის) – 1.00 კგ
მომზადების წესი
დაჭერით 1 კგ გულღვიძლი, ძროხის ან ღორის, საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩაშუშეთ მისივე წვენში,წვენი რომ ამოშრება დაუმატეთ 2 ს.კ კარაქი და 3 თავი ხახვი, 2 ც დაფნა. კარგად მოშუშეთ. დაუმატეთ 2 ს.კ ტომატი, 5 წთ-ის შემდეგ კი 1 ჩ.კ ქინძი , 1 ჩ.კ შავი პილპილი, 4 კბილი ნიორი, მარილი და იმდენი წყალი, რომ შემოადგეს. ხარშეთ სანამ გულღვიძლი არ მოიხარშება კარგად. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად,მოაყარეთ ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!