Headlines

სტაფილო ტომატსა და წითელ ბულგურულთან ერთად – გემრიელი კონსერვი ზამთრისთვის

ინგრედიენტები

  • შაქარი – 1.00 სკ
  • მარილი – 3.00 სკ
  • შავი წიწაკის მარცვლები – 10.00 ცალი
  • ოხრახუში – 100.00 გრ
  • მცენარეული ზეთი – 300.00 მლ
  • ტომატის პასტა – 7.00 სკ
  • ხახვი – 1.00 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 1.00 კგ
  • სტაფილო – 3.00 კგ

მომზადების წესი

ქვაბში მოთუშეთ ხახვი ზეთში, როდესაც შეიცვლის შეფერილობას, დაამატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, კარგად მოურიეთ.
დაიწყეთ სოუსის მომზადება: ჩაასხით 3 ჭიქა წყალი ჯამში, გააზავეთ ტომატის პასტა და დაამატეთ 1 ჩკ შაქარი.
მზა სოუსი დაამატეთ სტაფილოს. ხარშეთ 25 წუთით. გადაიტანეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა ქვაბში, 5 წუთის შემდეგ, დაამატეთ მწვანილი და წიწაკის მარცვლები.
როდესაც კარგად წამოდუღდება ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ 2 სკ მარილი და დაელოდეთ 5 წუთით.მასა გადაანაწილეთ ქილებში. დააფარეთ თავსახური.
ჩაასხით ქვაბში წყალი, მოათავსეთ ნაჭერი და ჩააწყვეთ ქილები. დაგჭირდებათ 25–30 წუთი, როდესაც კარგად ადუღდებაწყალი, გადმოდგით ქილები და მოხუფეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *