რეცეპტი: ნინო შონია
ინგრედიენტები
- 1 ლიმონის ცედრა
- დარიჩინის ჩხირი – 1.00 ც
- წყალი – 900.00 მლ
- შაქარი – 3.00 კგ
- პომიდორი – 3.00 კგ (გრძელი, სამურაბე)
მომზადების წესი
პამიდორი ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს.დავტოვოთ 5 წუთითდა შემდეგ გადავიტანოთ ყინულიან ცივ წყალში, გავაჩეროთ ისევ 5 წუთით. შემდეგ კანი გავაცალოთ.
მოვადუღოთ სიროფი: 3 კგ შაქარი 900 მლ წყალი,1 ცალი დარიჩინის ჩხირი და 1 ცალი ლიმონის ცედრა, ეს ყველაფერიროდესაც ადუღდება, ცხელშივე ჩავაწყოთ კანგაცლილი პამიდორი. რომ გაგრილდება, დავდგათ ისევ და დაბალზე ვხარშოთ 1 საათით. შემდეგ ისევ გავაგრილოთ და ხარშვა გავაგრილოთ. ასე გავიმეორეოთ მზაობამდე. შიგადაშიგ ფრთხილად ამოვურიოთ ხის კოვზით. ცხელივე ჩავასხათ ქილებში.