ინგრედიენტები
- ასპირინი კონსერვებისთვის
- წყალი
- წითელი ბულგარული წიწაკა
მომზადების წესი
გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა თესლებისაგან. არ დაჭრათ ნაჭრებად, შეუნარჩუნეთ მთელი ფორმა.
ჩაყარეთ ადუღებულ წყალში. ოდნავ რომ მოიწალება ამოიღეთ წყლიდან და ისე ჩააწყვეთ ქილებში. ქილები არ შეავსოთ ბოლომდე, დაუტოვეთ ოდნავ სივრცე და ამის შემდეგდაამატეთახლადადუღებული წყალი (ეს კონსერვი არ საჭიროებს მარილისან ასპირინის დამატებას, თუმცა შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ ასპირინი).
მოხუფეთ, თბილად შეფუთეთ და ამ მდგომარეობაში დატოვეთ ერთი ღამით. კონსერვირებისშემდეგ წყლის დონემ შეიძლება მოიკლოს, ეს ბუნებრივია, მაგრამ ფერიდა გემო უცვლელი დარჩება.
ამავე წესით შეგიძლიათ დააკონსერვოთმწვანე ბულგარულიც, ან მწვანე და წითელი ბულგარული ერთად. ბულგარული წიწაკის კონსერვიშეგიძლიათ გამოიყენოთ პიცის გამოსაცხობად, ნიგვზისთვის, ტოლმისთვის, მაიონეზში, სტაფილოში და სხვადასხვა საჭმელებში.