Headlines

ძალიან მარტივი და გემრიელი ორცხობილა, მიზერული ინგრედიენტებით

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 4 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი – 1.00 ცალი
  • ვანილი – 1.00 შეკვრა
  • შაქარი – 1.00 ჭიქა
  • მაწონი – 1.00 ჭიქა
  • ზეთი – 1.00 ჭიქა
  • კვერცხი – 3.00 ცალი

მომზადების წესი

ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა. აურიეთ კარგად და ნელ–ნელა შეურიეთ ფქვილი (შეიძლება 4-6 ჭიქა დასჭირდეს). მოზილეთ რბილი ცომი ისე, რომ არ უნდა ეკრობოდეს ხელს. გააკეთეთ მანდარინის ზომის ბურთები, დაალაგეთ საცხობ ტაფაზე და ზემოდან მოაყარეთ შაქარი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. დაახლოებით 20 წუთით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *