Headlines

მოცემული რეცეპტი საუკეთესოა“ – თაფლიანი ნამცხვარი „მოდოვიკი“ თამო მეფიშვილისგან

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 3 ც
  • შაქარი – 250 გრ
  • თაფლი – 3 სკ
  • კარაქი – 150 გრ
  • სოდა – 1 ჩკ
  • ფქვილი – 4 ჭიქა
  • კარაქი – 300 გრ
  • შესქელებული რძე, მოხარშული – 2 ც
  • არაჟანი – 3 სკ

მომზადების წესი

ჯამში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი, ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, დავუმატოთ კარაქი და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.

ცალკე ქვაბში მოვათავსოთ თაფლი და სოდა, როგორც კი მიიღებს კარამელის ფერს, ვუმატებთ კვერცხის მასას, ორთქლის აბაზანაზე ვტოვებთ დაახლოებით 10 წთ, ცხელ მასაში ვუმატებთ 2 ჭიქა ფქვილს.

სამუშაო მაგიდაზე დავაყაროთ დარჩენილი ფქვილი, შევურიოთ მასას, დაახლოებით 50 გრ ფქვილის დამატება შეიძლება მოგიწიოთ

დავასვენოთ 20 წთ ოთახის ტემპერატურაზე, გავყოთ 6 ნაწილად.

საცხობ ქაღალდზე მოვაყარე ფქვილი, გავაბრტყელე და დავჩხვლიტე.

ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ორივე ცხობაზე , 170-180°ზე 5-6 წთ.

შემდეგ მოვამზადოთ კრემი:

ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დავუმატოთ შესქ.რძე, არაჟანი, ბოლოს კი ვანილი.

ფირფიტები დავკრემოთ, გავაჩეროთ ერთი დღის განმავლობაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *