ტრადიციული წესით მომზადებულ ლობიოს ძალიან უხდება პომიდორი. სცადეთ, არ ინანებთ.
ინგრედიენტები
- მარილი და პილპილი
- ხმელი ქონდარი
- ქინძი
- ზეთი
- პომიდორი
- ნიორი
- დიდი ხახვი
- მოხარშული ლობიო
მომზადების წესი
მომზადების წესი:
ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად და მოვშუშოთ ტაფაზე, ზეთში. დავუმატოთ ნიორი და ლობიოს მარცვლები (წვენის გარეშე). 3-4 წუთი ვშუშოთ და ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი. თუ სქელი კერძი არ გვინდა, მაშინ ცოტა ლობიოს ნახარში დავუმატოთ. დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 10-15 წუთი, რომ პამიდორი კარგად ჩაიშუშოს. შევაზავოთ მარილით, პილპილით, ქინძითა და ქონდრით.