Headlines

კარტოფილის ვარენიკების უსწრაფესი და უმარტივესი რეცეპტი ყველაზე ზარმაცებისთვის

თუკი ვარენიკები გიყვართ, მაგრამ ცომის ზელვა არა, მაშინ თქვენთვის მარტივი რეცეპტი გვაქვს.

ინგრედიენტები

  • კარაქი – 15.00 გ
  • კვერცხი – 1.00 ც
  • ფქვილი – 100.00 გ (შეიძლება დამატება დაგჭირდეთ)
  • კარტოფილი – 300.00 გ

მომზადების წესი

კარტოფილი დაჭერით კუბებად და მოხარშეთ. წყალი გადაწურეთ და დაჭყლიტეთ კარტოფილი. პიურეს მსგავსმასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ კარაქი, კვერცხი და ფქვილი. თუკი ცომი ძალიან მოგეკრობათ ხელებზე, ფქვილი კიდევ დაუმატეთ.

ცომი გაყავით სამ ნაწილად. თითოეულს ძეხვის ფორმა მიეცით და სასურველ ზომაზე დაჭერით. მიღებული ნაჭრებიხელით მოამრგვალეთ და ადუღებულ წყალში მოხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

მიირთვით ვარენიკები ყველთან და არაჟანთან ერთად, ძალიან გემრიელია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *