ინგრედიენტები
- შაქრის პუდრა
- ვანილი
- სოდა – 1 ჩკ
- მაწონი (ან კეფირი) – 0.5 ჭიქა
- ფქვილი – 2 ჭიქა
- კვერცხი – 2 ცალი
- შაქარი – 1 ჭიქა
- კარაქი – 100 გ
მომზადების წესი
შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ თეთრი, ფაფუკი მასის მიღებამდე, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კეფირი ან მაწონი, სოდა, ვანილი ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცომში ქიშმიში, ნიგოზი და ჩირები. გადაიტანეთ მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი. გამომცხვარ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!