Headlines

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ტყლაპი სახლში

ინგრედიენტები

  • ვაშლი

მომზადების წესი

ვაშლი გათალეთ და დაჭერით საშუალო ზომაზე. შაქარი არ სჭირდება, მზა პროდუქტს თავისი სიტკბო ექნება ვაშლის სორტიდან გამომდინარე.
გადაიტანეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, თავდახურული. ვაშლი რომ დარბილებას და წვენის გამოშვებას დაიწყებს, პერიოდულად რამდენიმეჯერ ამოურიეთ, რომ ყველა ნაჭერი კარგად დარბილდეს. 
შემდეგ თავსახური ახადეთ და კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ, სანამ ზედმეტი სითხე აქროლდება.
ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, თხლად გაშალეთ ვაშლის პიურე და 100 გრადუსზზე გამოაშრეთ ღუმელში. ზაფხულში გასაშრობად მზეც საკმარისია.  გაციების შემდეგ დაახვიეთ ან დაჭერით და შეინახეთ ქილაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *