ზამთარში დაკონსერვებული პროდუქტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიასახლისების უმრავლესობაც დროს სწორედ ასეთი პროდუქტების მომზადებას უთმობს. წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათის მარტივ რეცეპტს (ე.წ. აჯაფსანდალი)
ინგრედიენტები
- მზესუმზირის ზეთი – 200.00 მგ
- ძმარი – 100.00 მგ
- მარილი
- შაქარი – 1.00 კოვზი
- პომიდორი – 2.00 კგ
- ბადრიჯანი – 1.00 კგ
- ბულგარული წიწაკა – 1.00 კგ
- სტაფილო
- ხახვი
მომზადების წესი
ქვაბში ჩაასხით ზეთი და დაამატეთ მითითებული ბოსტნეული (დაჭრილი), ასევე დაამატეთ მარილი და შაქარიც. კარგად მოთუშეთ და შემდეგ დაამატეთ პომიდორი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ. ბოლოს დაასხით ძმარი და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. ჩაასხით სალათი სტერილურ ქილებში და მიირთვით ზამთარში.
სალათს სიმშრალის გასანეიტრალებლად არ დაამატოთ წყალი, წყლის ნაცვლად გამოიყენეთ ზეთი