Headlines

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნამცხვარი – „ბოლერო“ თამო მეფიშვილის რეცეპტით

თამო მეფიშვილის ყველა რეცეპტი იხილეთ აქ

ინგრედიენტები

ბეზე

  • ლიმონმჟავა
  • შაქარი – 300.00 გ
  • კვერცხი – 4.00 ც (მხოლოდ ცილა)

კრემი

  • შავი შოკოლადი – 100.00 გ
  • ნაღები – 100.00 გ
  • კარაქი – 400.00 გ
  • შესქელებული რძე
  • მოხარშული შესქელებული რძე – 1.00 ქილა (530 გ)

ბისკვიტი

  • მარილი
  • გამაფხვიერებელი – 18.00 გ (1 შეკვრა)
  • წყალი – 13.00 სკ
  • ფქვილი – 200.00 გ
  • კაკაო – 3.00 სკ
  • ზეთი – 125.00 მლ
  • შაქარი – 300.00 გ
  • კვერცხი – 5.00 ც

მომზადების წესი

ავთქვიფოდ კვერცხი და შაქარი, დანარჩენი ინგრედიენტები შეათქვიფეთ ეტაპობრივად.

საცხობი ფორმა 30 სმ
ანალოგიურად ცხვებათეთრი ბისკვიტიც, უბრალოდ კაკაოს რაოდენობის ფქვილს დაუმატებთ.

კრემის მოსამზადებლად 1 ქილამოხარშული შესქელებული რძე, ასევე ნახევარი ქილა მოუხარშავი შესქელებული რძეგამოვიყენე დაკარაქი.ცალკენაღებს დავუმატეშავი შოკოლადი, გავადნე დაბალ ცეცხლზე.შოკოლადის მასა დავუმატემოხარშული შესქელებული რძის კრემს.კრემი არის ჰაეროვანი. შოკოლადის მასააუცილებლად უნდა იყოს ცივი.

შემდეგ ბეზემოვამზადე მოსართავად: კვერცხის ცილა და შაქარი ავთქვიფე, დავუმატე მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი.შაქარი კარგად რომ გაიხსნა, ორთქლის აბაზანაზე გადავიტანე და ვთქვიფე 15 წთ განუწყვეტლივ.შემდეგ საცხობ ქაღალდზე მოვაყარე ფქვილი და გადავანაწილე ბეზე.გამოვაცხვე 100 გრადუსზე 2 საათის განმავლობაში.

ბისკვიტი გავჭერი შუაზე, წავუსვი კრემი, შემდეგ მოვრთე ბეზეთი, მოვასხი ზემოდან კარამელი.

კარამელის ფილა გამოვიყენე, გავადნე რძესთან ერთად. მოვაყარე დაჭრილი ნიგოზი.

უგემრიელესია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *