ინგრედიენტები
- შაქარი
- კვერცხის ცილა
- მინანქარი
- სოდა 1 ჩკ
- კვერცხის გული
- თაფლი
- შაქარი
- კეფირი
- ფქვილი
მომზადების წესი
მომზადების წესი:
გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულები და ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან და თაფლთან ერთად. დაუმატეთ კეფირი და ზეთი – ოდნავ ათქვიფეთ.
დაუმატეთ ფქვილი და საოდა და მოზილეთ ცომი.
გააბრტელეთ ცომი დაახლოებით 1 სმ სისქეზე და ამოჭერით ფორმებით ან ჭიქათ.
მოათავსეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტს დააფენთ.
დააშორეთ თაფლაკვერები ერთმანეთს, რათა ზომაში მომატებისას არ შეეწებნენ. აცხვეთ 25 წუთი 180-190 გრადუსზე.
მინანქრისთვის: ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა 3 კოვზ შაქართან ერთად, სანამ შაქარი არ გადნება და მასა არ გამკვრივდება.
გამოიღეთ თაფლაკვერები ღუმელიდან, სწრაფად გადაუსვით მინანაქარი 2 ფენად და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით.