ინგრედიენტები
- არაჟანი 25 % – 5.00 სკ
- შესქელებული რძე 8.5 % – 5.00 სკ
- რძე – 100.00 მლ
- ორცხობილა – 25.00 ცალი
მომზადების წესი
შესქელებული რძე და არაჟანი მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღბთ ერთგვაროვან გლუვ მასას.
შეარჩიეთ საშუალო ზომის კონტეინერის ფორმა, შემოავლეთ და ჩააფინეთ სამზარეულოს პარკი, ეს მეთოდი დაგეხმარებათ ფორმიდან ტორტის უდეფექტოდ ამოსატანად. ორცხობილა ამოავლეთ რძეში და დაალაგეთ ფენა–ფენად. თითო ფენის შემდეგ წაუსვით გამზადებული კრემი და მიყევით ასე, თანმიმდევრულად. დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
დაფხვენით დარჩენილი ორცხობილა, გადმოაპირქვავეთმაცივარში შენახული ტორტი,წაუსვით ბოლო ფენას კრემი და მორთეთ დაფხვნილი ორცხობილით. სულ ეს არის, გემრიელად მიირთვით.