ინგრედიენტები
კრემი
- არაქისი
- შოკოლადი
- დარბილებული კარაქი
- მოხარშული შესქელებული რძე
ინგრედიენტები
- სოდა
- ფქვილი
- კვერცხი
- შაქარი
- არაჟანი
- დარბილებული კარაქი
მომზადების წესი
შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ კარგად. შევათქვიფოთ არაჟანი და დარბილებული კარაქი. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი 30 წუთი მაცივარში გავაჩეროთ. შემდეგ გავყოთ სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ თხლად, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 180 გრადუსზე გავაბრტყელოთ. გამომცხვარ ფორფიტებს გვერდები ჩამოვუსწოროთ. ჩამოჭრილი ნაწილები კიდევ გამოვაშროთ ღუმელში რამდენიმე წუთი, შემდეგ დავაქუცმაცოთ.
კრემი:
შოკოლადი გავადნოთ. ავთქვიფოთ მოხარშული შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი, შემდეგ შევურიოთ შოკოლადი. ფირფიტებს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ არაქისი, ბოლო ფირფიტას ზემოდან მოვაყაროთ ნაფხვენები და შოკოლადი. გავაჩეროთ მაცივარში რამდენიმე საათი.