ინგრედიენტები
ინგრედიენტები მინანქრისთვის
- კარაქი – 30.00 გრ
- წყალი ან რძე – 4.00 სკ
- შაქარი – 4.00 სკ
- კაკაო – 4.00 სკ
ინგრედიენტები ბეზესთვის
- მწიკვი ლიმონმჟავა
- მწიკვი მარილი
- შაქარი – 300.00 გრ
- კვერცხის ცილა – 6.00 ცალი
ინგრედიენტები
- მწიკვი მარილი
- ვანილი
- გამაფხვიერებელი – 1.00 შეკვრა
- ფქვილი – 2.00 ჭიქა
- კაკაო – 3.00 სკ
- რძე – 250.00 მლ
- ზეთი – 100.00 მლ
- შაქარი – 100.00 გრ
- კვერცხის გული – 6.00 ცალი
მომზადების წესი
კვერცხის გული, შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი გავთქვიფე გათეთრებამდე ესე 7 წთ. დავასხი ნელ-ნელა ზეთი, რძე, მშრალი ინგრედიენტები ავურიე ერთმანეთში და დავაცერი ამ მასას. ავთქვიფე 3-4 წთ-ით. ჩავასხი ფორმაში და გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვაზე 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
მოხარშული ბეზე:
ცილა ჩავასხი ცეცხლგამძლე თასში + მარილი, შაქარი და დავდგი ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს), ვთქვიფოთ 7-10 წთ-ით, სანამ შაქარი არ გალღვება და მივიღებთ მყარ ბეზეს + ლიმონმჟავა. შემდეგ გადმოვდგათ და ვთქვიფოთ ისევ, დაახლოებით, 7-10 წთ ბეზეს შეციებამდე, უნდა იყოს მყარი.
მოხარშული ბეზე გავანაწილე გაციებულ ბისკვიტზე, ღუმელში შედებას აღარ საჭიროებს და მოვასხი მინანქარი.
მინანქარი:
კაკაო, შაქარი და წყალი (არ რძე) დავდგათ გაზზე, ვურიოთ. შაქარი რომ გალღვება და წამოდუღდება, გადმოვდგათ და +30 გ. კარაქი