Headlines

არის თუ არა შესაძლებელი ყველის კვეთის გარეშე ამოყვანა და რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ის

უცხო ქვეყანაში ყოფნისას, რთულია შეიძინო ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ. ემიგრანტი დიასახლისები გვიზიარებენ ხერხებს, თუ რითი შეძლებთ კვეთის ჩანაცვლებას ყველის ამოსაყვანად.

1. აადუღეთ რძე, ჩაასხით ძმარი დადაელოდეთ.ჩვეულებრივი ყველი ამოდის. ასევე, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაჭიკით.

2. გაწურეთ მაწონი, სითხე დადგით სითბოში ან დაამატეთ ძმარი და ჩვეულებრივად ამოიღებთ.

3 ცალკვერცხს დაუმატეთ 200 გრამი არაჟანი.ათქვიფეთ 2 ლოტრა რძე,გააცხელეთ. დაუმატეთ ცოტა მარილი და ჩაასხით კვერცხიანი მასა. მოურიეთ სანამ არ აიჭრება, დაიწყებს შეკვრას. გადაწურეთ და ჩადეთ ფორმაში.

4. გააკეთეთ დვრიტით ყველის დედა. სამ ლიტრიან შრატში ჩაყარეთ ერთი არყის ჭიქა ხორბალი, ერთი მთლიანი კვერცხი, ერთი ჭიქა ძმარი. 1 მუჭა დვრიტა ჩააჭერით დადატოვეთ ერთი დღე–ღამით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *