ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს ხშირი რეცხვა, თუმცა ტანსაცმელს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც მისი არასწორი რეცხვა. რეცხვის დროს დაშვებული შეცდომების გამო ზიანდება არა მხოლოდ ტანისამოსი, არამედ სარეცხი მანქანაც.
გთავაზობთ 12 ძირითად წესს, რომელთა დაცვაც თავიდან აგარიდებთ რეცხვის დროს საბედისწერო შეცდომებს და თქვენს ტანსაცმელსა თუ სარეცხ მანქანას ხარისხს შეუნარჩუნებს:
1. არ დაგავიწყდეთ სარეცხი მანქანის გასუფთავება. რეცხვის შემდეგ გარეცხეთ ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა, გაასუფთავეთ მანქანის კარი და დატოვეთ ღია, რათა შიგნით ჰაერი არ ჩაიხუთოს. მანქანის ქვეშ მოთავსებულია ფილტრი, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა გასუფთავდეს არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. წელიწადში ერთხელ კი კარგი იქნება, თუ ცარიელ მანქანაში ჩავსხამთ ნახევარ ლირტ ძმარს და ჩართავთ ცხელი წყლის ციკლზე. ამით მოხდება მანქანის გამათბობელი ელემენტების გაწმენდა.
2.. ნუ გარეცხავთ ძალიან ბევრი რაოდენობით სარეცხს ერთ ჯერზე, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში შეიძლება ჩაეტიოს. ზედმეტი გადატვირთვის გამო, მანქანა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.
3. პირსახოცების რეცხვისას ნუ გამოიყენებთ კონდიციონერს. აღმოჩნდა, რომ კონდიციონერი აქვეითებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის უნარს. ამიტომ თქვენი პირსახოცებისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება.
4. წინდები გარეცხეთ ცალკე ბადეში. ან საერთოდ ცალკე რეჟიმით გარეცხეთ, რათა სხვა სარეცხში არ დაიკარგოს.
5. ბალიშები და საბნები ორჯერ უნდა გაირეცხოს. პირველ ჯერზე – ფხვნილით, მეორე ჯერზე – ფხვნილის გარეშე. ბუმბული და ხელოვნური ბამბა ადვილად იღებს სუნს, ამიტომ სარეცხი საშუალების მძაფრი სურნელის მოსაშორელად, მეორედ გარეცხვა აუცილებელია…განაგრძეთ კითხვა