Headlines

პანი ვალევსკა” – ლეგენდარული პოლონური ტორტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი – 200 გ
  • ვანილი
  • კვერცხის გული – 2 ცალი
  • შაქარი – 1 ჭიქა
  • ფქვილი – 2 ს,კ
  • სახამებელი – 2 ს.კ
  • რძე – 3 ჭიქა

ბეზე

  • ფქვილი – 2 ჭიქა
  • შაქრის პუდრი – 1 ჭიქა
  • სოდა – 2 ჩ.კ
  • ვანილი
  • კვერცხის გული – 4
  • კარაქი – 200 გ
  • ნიგოზი – 100 გ (ან ნუში)
  • მოცხარის ჯემი – 1 პატარა ქილა

კრემი

  • კვერცხის ცილა – 6
  • შაქარი – 1.5 ჭიქა
  • სახამებელი – 2 ს.კ

მომზადების წესი

თასში გაცერით ფქვილი და სოდა. კარაქი ათქვიფეთ შაქართან, კვერცხის გულებთან და ლიმონის ცედრასთან ერთად. შემდეგ შეურიეთ ვანილი და ფქვილი. მიღებული ცომი გააჩერეთ მაცივარში 30 წუთი. ნახევარი რძე შეურიეთ კვერცხის გულებს, დაამატეთ ფქვილი და სახამებელი. დარჩენილ რძეს დაამატეთ შაქარი და ვანილი, გააცხელეთ და შეურიეთ კვერცხის გულიან რძეს. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებული მორევით მოხარშეთ კრემი. შესქელების შემდეგ გადმოიღეთ სხვა ჭურჭელში, თავზე დააფარეთ და გააციეთ ბოლომდე. შემდეგ ათქვიფეთ კარაქი და ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ მოხარშული კრემი. ბეზეს მოსამზადებლად საჭიროა კარგად გაციებული ცილა ათქვიფოთ მწიკვ მარილთან და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენთან ერთად. თანდათან ამატეთ შაქარი და სახამებელი სანამ არ მიიღებთ მკვრივ ბეზეს, რომელიც გადმობრუნებული ჯამიდან არ ვარდება. დიდი ზომის ღუმელის საცხობ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და მთელ ზედაპირზე მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი. ცომს წაუსვით მოცხარის ჯემი, ზემოდან კი ბეზეს ფენა. მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან ნუშის ფირფიტები. შედგით 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით, კარი კი ოდნავ ღია დაუტოვეთ. შემდეგ კარი დახურეთ და ტემპერატურას 160 გრადუსამდე აუწიეთ. ამგვარად გამოაცხეთ დაახლოებით 35-40 წუთი, სანამ ცომი გამოცხვება. გაცივების შემდეგ ტორტი ორად გაჭერით. ერთი ნაწილი დაფარეტ კრემით და დაადეთ ზემოდან მეორე ნაწილი. მზა ტორტი გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *