Headlines

სასწაული აჩმის რეცეპტი – თამო მეფიშვილისგან,ფოტოს ყურებაც ცუდად გაგხდით

ინგრედიენტები

  • ყველი – 1.50 კგ
  • კარაქი – 350.00 გრ
  • ფქვილი – 1.40 კგ
  • მარილი – 1.00 ჩკ
  • თბილი წყალი – 400.00 მლ
  • კვერცხი – 5.00 ცალი

მომზადების წესი

ჯამში მოვათავსოთ, 4 კვერცხი ცილიან-გულიანად და დამატებით 1 კვერცხის ცილა, (კვერცხის გული კი შევინახოთ, ზემოდან წასასმელად).

ავთქვიფოდ კვერცხი, დავუმატოთ თბილი წყალი, შემდეგ მარილი და ბოლოს ჩავაცრათ ფქვილი, უნდა იყოს საშუალო სიმაგრის, ცომს ჭირდება, დიდხანს დამუშავება, მყარ ზედაპირზე, დახეთქების მეთოდს თუ გამოიყენებთ – უკეთესია.ცომი უნდა იყოს ელასტიური, შემდეგ ჩავდოთ პარკში და მოვათავსოთ მაცივარში, 30 წუთით.

მოცემული დროის , გასვლის შემდეგ ცომის მასას ვყოფთ 9 ნაწილად, აქედან 2 მასის ნაწილი არ იხარშება და შედარებით დიდი ზომის აიღეთ, ვიდრე დანარჩენი.

კარაქი გავადნოთ, ყველი გავხეხოთ.

ავიღოთ საცხობი ფორმა, წავუსვათ კარაქი ფორმას, გავაბრტყელოთცომის ნაწილი და გადავიტანოთ ფორმაზე, წავუსვათ კარაქი, კარაქი უნდა წავუსვათ ყველა ფენაზე.

ადუღებულ წყალშიჩავყაროთ 1ს/კ მარილი, გავაბრტყელოთ ცომი თხელ ფენად და გადავიტანოთ ადუღებულ წყალში მოსახარშად, 2 წუთში ამოვიღოთ საწურის დახმარებით, შემდეგ მოვათავსოთ ცივ წყალში, და ბოლოს ჩაის ტილოზე შევამშრალოთ რომ ზედმეტი წყალი არ შეყვეს, გადაგვაქვს ფორმაზე მოხარშული ფირფიტა, ისევ კარაქი, შემდეგ კი მოვაყაროთ ყველი, ანალოგიურად მოხარშავთ დარჩენილ 6 ფენას, ყველს ვანაწილებთ 3 ფენად, ბოლო მეცხრე ფენა გავაბრტყელოთ, დავადოთ ფორმაზე, გვერდები ჩავუკეცოთ, ზემოდან წავუსვათ კარაქი, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, ღუმელი წინასწარ გავახუროთ, 180-200°ზე, ორივე ცხობაზე.

მოვათავსოთ აჩმა ღუმელში, 15 წუთშიგამოვიტანთ, ზემოდან წავუსვათ 1 კვერცხის გულს დამატებული 1 ს/კ მაწონი, ან არაჟანი, შევაბრუნოთ ისევ, ვაცხობთ შეწითლებამდე, 1 საათი უნდა დაახლოებით გამოცხობას, უგემრიელესია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *