Headlines

admin

სიგემრიელე მოვიდა – წიწაკა ზეთით და ძმრით

ინგრედიენტები მომზადების წესი დიდ განიერ ქვაბში ჩავასხი ძმარი და ზეთი. ავადუღე, დავამატე მარილი, შაქარი დაღერღილი წიწაკა. ამ ნარევში ნაწილ-ნაწილ მოვთუშე წიწაკა ფერის შეცვლამდე. ამოვიღე, დავყარე დიდ თასზე და მოვაყარე დაჭრილი მწვანილი, ნიორი. ასე გავაგრძელე ბოლომდე. მერე ერთად მოვაქციე ქვაბში და წამოვადუღე. ცოტა ხნით გამოვრთე, რომ გემოები კარგად გაუჯდეს. მერე ისევ შევაგემე მარილი გემოვნებით და ქილებით…

Read More

ჩემი, როგორც დიასახლისის, ცალკე სიამაყე. ვამზადებ ბებიაჩემის მეთოდით…“ – მწნილის ასორტი

რეცეპტი: მარინე აზბარიანი ჩვენი მკითხველების რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ჯგუფში. ინგრედიენტები მომზადების წესი ვამზადებ ბებიაჩემის მეთოდით. მჟავე გამოდის ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და დიდხანს არ ფუჭდება, არ რბილდება ასეთ ქილაში, თუუნდაც პლასტმასის თავსახურით. საიდუმლო ხერხი ესაა: ყვავილოვანი კომბოსტო (გასუფთავებული ფოთლებისაგან, დაჭრილი სასურველ ზომაზე), კიტრი, ცალ-ცალკე უნდა ვაბანაოთ ადუღებულ წყალში. ოდნავ ამოვავლებთ, გადმოვიღებთ, ჩავდებთ ცივი წყლით სავსე ჯამში. ნიორს,…

Read More

ეს არის სასწაული… გიჟდებიან ამ მურაბაზე“ – ლეღვის მურაბის რეცეპტი

ინგრედიენტები მომზადების წესი შაქარი და წყალი წამოვადუღე და ცხელ სიროფში ჩავალაგე გარეცხილი და დაჩხვლეტილი ლეღვი. ვადუღე ნახევარი საათი. შემდეგ გადმოვდგი მურაბა ცეცხლიდან და გავაჩერე რამდენიმე საათი. ამის მერე ისევ წამოვადუღე ნახევარი საათი. კიდევ გავაჩერე, შემდეგ წამოვადუღე და ვხარშე სანამ ლეღვი არ მოიხარშა. ამის შემდეგ ცხელ-ცხელი ჩავასხით ბანკებში და დავხუფეთ. მთლიანობაში ორჯერ ვადუღე 30 წთ და…

Read More

ასეთი გემრიელი კიტრის მწნილი ჯერ გასინჯული არ გექნებათ… ბებიისგან ნასწავლი რეცეპტია“ – მკითხველის რეცეპტი

ინგრედიენტები მომზადების წესი პატარა ზომის კიტრებს ვაჩერებთ 3 საათი ცივ წყალში, პირშუშხა ვაგდებ ყინულის კუბიკებს. ქილებში ვალაგებთ პირშუშხა, შემდეგ კიტრს, ცერეცოს, ნიახურს, დაფნას, წიწაკას და ადუღებულ წყალს ვასხამთ. გავაჩერებთ 20-30 წუთი. შემდეგ გადმოვღვრით ამ წყალს და ავადუღებთ ხელმეორედ. ქილებში დავამატებთ შაქარს, მარილს, ლიმონმჟავას, ადუღებულ წყალს და მოვხუფავთ მაშინვე. მასალა არის 1-ლიტრიან ქილაზე გათვლილი.

Read More

იდეალური ნამცხვარი დაბალანსებული გემოთი, ისეთი გემრიელია, მაგიდიდან 5 წუთში ქრება!

შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ან დაკონსერვებული ალუბალი კურკის გარეშე. კეფირის ცხიმიანობასაც მნიშვნელობა არ აქვს, უმჯობესია, მომჟავო იყოს, რათა გამაფხვიერებელთან უკეთ შევიდეს რეაქციაში. ინგრედიენტები 300 გრ ალუბალი 2 კვერცხი 120 გრ შაქარი 200 მლ კეფირი 100 მლ ზეთი 250 გრ ფქვილი 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 1 ს.კ. შაქრის პუდრი მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ზეთი და კეფირი,…

Read More

ჩემი ბაბუის რეცეპტით მომზადებული კახური ლობიო“ – ელგა ტაბატაძე

ინგრედიენტები მომზადების წესი ლობიოს დავამატე დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ნიორი და მოვხარშე კარგად. (წვენი კარგად უნდა გაუსქელდეს მაშინაა ლობიო მოხარშული) დავამატე ოქროსფრად დაბრაწული, ალყა-ალყა ხახვი, ტომატთან ერთად,სქლად დაჭრილი მწვანილები, ბოლოს დავამატე ძმარი მარილი ქონდარი სიმწარე და გამოვრთე. ასევე შევანელე ჯონჯოლი, კიტრი, კომბოსტოს მარინადსმოვაყარე წვრილად დაჭრილი ქინძი და კახური ზეთი.

Read More

ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში! თაფლიანი პეჩენეიები.

ოცი წლის წინ ჟურნალში ამოვიკითხე თაფლიანი პეჩენიების რეცეპტი. მას შემდეგ ვაცხობ დიდი პორციებით, ნაწილს პატარა გურმანებს ვატან სკოლაში, დანარჩენით ბებოს ვუმასპინძლდები ჩაიზე. პეჩენია სულაც არ არის ხრაშუნა და მაგარი, პირიქით რბილი და ფაფუკია, ვათავსებ კონტეინერში და დიდხანს ინახება. თაფლის პეჩენია ინგრედიენტები: 300 გ ფქვილი 2 ს/კ. თაფლი 150 გრამი შაქრის ფხვნილი 2 კვერცხი 1 ჩ/კ….

Read More

ქარხნული წარმოების ძმარი ამასთან ახლოსაც ვერ მივა…“ – ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი სახლში

ვაშლის ძმარი – მსუბუქი გემოსა და არომატის მქონე – იდეალური საკვები დანამატია. მისი კვებითი ღირებულებები მართლაც შეუფასებელია: ვიტემინები, მჟავები, მიკრო და მაკროელემენტები, ფერმენტები… მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს: ხელს უწყობს წონის კლებას, ეფექტურია ცელულიტთან და კანის ნახეთქებთან საბრძლოველად, გამოიყენება თმის გასაჯანსაღებლად და სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს. მაგრამ ქარხნული წარმოების ვაშლის ძმარი ამ ყველაფრისთვის, საეჭვოა, გამოდგეს,…

Read More

ისე, როგორც რესტორანში… – აი, რას ასხამენ თავზე საცივს, რომ გემრიელი და მიმზიდველი იყოს, VIDEO

ინგრედიენტები მომზადების წესი წარმოგიდგენთ ნიგვზის ზეთის, „ურწყულის“, გამოხდის მეთოდს: ნიგოზი წვრილად გავატაროთ, დავუმატოთ მარილი, ზაფრანა და ცოტა ცხელი წყალი. წყალი მცირე ოდენობით, ნელ-ნელა დავასხათ. ვზილოთ მანამ, სანამ ზეთი არ გამოვა. .

Read More

ჩანახი

ინგრედიენტები მომზადების წესი პამიდორს კანი გააცალეთ და მსხვილად დაჭერით. ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი კი – ალყა-ალყა. წიწაკა მსხვილად დაჭერით, ბადრიჯანი – ნახევარრგოლებად, იმავე ზომაზე დაჭერით კარტოფილი. ხორცსა და ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, პილპილი. ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ. ქოთანში მოათავსეთ კარაქი ან დაჭრილი ცხვრის დუმა. შემდეგ შიგ ჩაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები. ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი. მოაყარეთ…

Read More