
უგემრიელესი ნაზუქი ბებიის რეცეპტით
ყველაზე გემრიელი თონეში გამომცხვარი ნაზუქია, მაგრამ მისი გამოცხობა ღუმელშიც შეიძლება. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ რეცეპტით საოცრად გემრიელი ნაზუქი ცხვება და არაფერი აქვს საერთო სურამში გზის პირას გასაყიდად გამოტანილ სუროგატებთან.ინგრედიენტები მოცემულია დიდი რაოდენობით, რადგან განკუთვნილია თონეში ცხობისთვის. ღუმელში გამოცხობის დროს გაანახევრეთ ან სულაც ოთხად გაყავით. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით თონეში 20 დიდი ნაზუქი…