Headlines

საზამთრო ყველით – ცივი სალათა, რომელსაც მთელი ზაფხული მიირთმევთ

ყველაზე მარტივი, გრილი და გემრიელი სალათა, რაც კი შეიძლება ზაფხულში მოამზადოთ ინგრედიენტები საზამთრო დაჭერით კუბებად, დაუმატეთ ასევე დაჭრილი ყველი, ზეთისხილი, ბაზილიკი. მოასხით სოუსი, ამოურიეთ და მიირთვით.

Read More

ნამცხვარი “ჩიტის რძე”

ინგრედიენტები მომზადების წესი ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, თანდათან დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები ფქვილის გარდა და ორთქლის აბაზანაზე 15-20 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, დავყოთ 3 ნაწილად, გავაბრტყელოთ თხლად და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა ავთქვიფოთ და მოვხარშოთ შესქელებამდე, შეგრილებულს შევათქვიფოთ კარაქი. კრემი ნამცხვარს ფენაფენა წავუსვათ, ბოლოს მოვასხათ მინანქარი. იხ. შოკოლადის მინანქრის რეცეპტი

Read More

საზაფხულო სალათა

ნოყიერი  და  ჯანსაღი  სალათა. ინგრედიენტები მომზადების წესი 1.  მოხარშეთ  კვერცხი, კარტოფილი  და  სტაფილო.   2.  დაჭერით  კუბიკებად  კარტოფილი,  კიტრი  და  პომიდორი. 3.   სტაფილო  და  ბოლოკი  დაჭერით  თხელ  რგოლებად. 4.  მოათავსეთ  ყველაფერი  სასალათეში,  მოაყარეთ  დაჭრილი  მწვანე  ხახვი, მარილი,  შავი  წიწაკა,  უყავით  არაჟანი,  კარგად  აურიეთ  ერთმანეთს  და  თავზე  მოაწყვეთ  ოთხად  გაჭრილი  მოხარშული  კვერცხი. გემრიელად  მიირთვით!

Read More

როგორ გამოვაცხოთ 10 წუთში უგემრიელესი რულეტი ჩაისთვის?

ინგრედიენტები მომზადების წესი კვერცხი, შაქარი და ვანილინი ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ იოგურტი (წინასწარ გახსენით სოდა იოგურტში), დაუმატეთ ფქვილი. დაასხით მომზადებული ცომი პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოასწორეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 7-8 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან და დადეთ სველ ჩაის ტილოზე დაბრაწული მხრიდან. სწრაფად წაუსვით ჯემი და გადაახვიეთ ტილოს მეშვეობით. მოაყარეთ შაქრის პუდრა. სასიამოვნო ჩაისსმას გისურვებთ!

Read More

ასე თითქმის აღარავინ აკეთებს საცივს… დავიწყებას მიეცა ეს რეცეპტი” – საცივის უძველესი რეცეპტი სამეგრელოდან

წინა საახალწლო პერიოდში დიასახლისების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სადღესასწაულო კერძებია. ყველაზე აქტიურად კი საცივის რეცეპტებს ეხმაურებიან სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით ცხარე კამათი ჩაღდება საცივის ადუღება-არადუღებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მეგრელმა დიასახლისმა სამეგრელოში გავრცელებული საცივის რეცეპტი გაგვანდო, რომელიც არ დუღდება. ამჯერად ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა, მარინა დარასელიამ მეგრული საცივის ძველი რეცეპტი გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე გთავაზობთ. ამჯერად საცივი დუღდება, თუმცა…

Read More

ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა ნიგვზით – მკითხველის რეცეპტი

ინგრედიენტები მომზადების წესი ბადრიჯანი დავჭერი სიგრძეზე და დავაყარე მარილი, დავტოვე დაახლოებით 40 წუთი. ცალკე დავჭერი ბულგარული წიწაკა, შემდეგ შევწვი ბოსტნეული ზეთში. გატარებულ ნიგოზს დავუმატე დანაყული ნიორი, მარილი, უცხო სუნელი, ქინძი, წიწაკა (უხდება ყვითელი ყვავილიც) და დავამუშავე კარგად ხელით, ვუმატებთ შემწვარ ხახვს, შემდეგ კი დავუმატე გადადუღებული ცივი წყალი, ასევე ძმარი, სისქე თქვენი სურვილისამებრ აკონტროლეთ, შემწვარ ბოსტნეულზე…

Read More

ლეგენდარული მეგრული კუჭმაჭი – თამო მეფიშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები მომზადების წესი მოხარშეთსაქონლის გულ-ღვიძლი და ნაწლავები, შემდეგ წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ცოტა ქონდარი, წითელი წიწაკა, ნიორი და მარილი . ცალკე ტაფაზე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, გადაიტანეთ ტაფაზე დაჭრილი გულ–ღვიძლი, ბოლოს დაუმატეთდაჭრილი, მწვანე ქინძი, ბროწეული – სურვილისამებრ.

Read More

ტორტის ბისკვიტის რეცეპტი ყველაზე ზარმაცებისთვის

ინგრედიენტები მომზადების წესი თავიდანვე ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 200-210 გრადუსამდე. როცა ღუმელი გახურდება, დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება. ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. ჯერ ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარიც და ყველაფერი ერთად კარგად ათქევიფე მიქსერით. შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს. ჩაასხით მიღებული მასა პერგამენტჩაფენილ ფორმაში და…

Read More