Headlines

admin

ხაჭაპური მაწვნის ცომით

ინგრედიენტები მომზადების წესი 1. მოვათავსოთ ჯამში 2 კვერცხი, 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით 2. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ ჯოხით, ჩავდოთ ყველის გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან…

Read More

სხვა მურაბა ახლოსაც ვერ მივა! – ნესვის მურაბა ზამთრისთვის

ინგრედიენტები მომზადების წესი ნესვს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. მოვასხათ კონიაკი, დავაყაროთ 600 გ შაქარი და დავდგათ ორი საათით მაცივარში. დარჩენილი შაქრისა და წყლისგან მოვხარშოთ სიროპი და დავასხათ ნესვს. დავტოვოთ ასე 8-9 საათი. შემდეგ წამოვადუღოთ, და ვხარშოთ სანამ მზად არ იქნება. ნესვი და სიროპი უნდა იყოს გამჭვირვალე, ქარვისფერი.

Read More

ცხელ ამინდებში ცივი ყავა ნამდვილად სიამოვნებაა, გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს.

ინგრედიენტები მომზადების წესი 1. პირველ რიგში ათქვიფეთ ყავა და კაკაო ცხელ წყალში. ადუღეთ 2 წუთით, სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ შაქარი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი, სანამ შაქარიც არ გადნება, შემდეგ კი ლითონის საწურის დახმარებით გადაწურეთ. 2. ორ სუფრის კოვზ მიღებულ ნარევს შეურიეთ რძე და ყინულის ნატეხები, ათქვიფეთ კარგად შერევამდე. 3. გადაანაწილეთ 3-4 მაღალყელიან ჭიქაში…

Read More

გაგანდობთ ნამდვილი გურული საცივის გაკეთების რეცეპტს, ამას ბევრი არ ასწავლის“ – მკითხველის საიდუმლო გურული რეცეპტი

საცივი ხომ საახალწლო სუფრის მთავარი მარგალიტია, ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა,დალი გერგედავამკი გაგვიზიარა საიდუმლო გურული რეცეპტი: „საცივი უნდა გაკეთდეს მშვიდ გარემოში, ერთი ამზადებს, მეორე ეხმარება. მე გეტყვით, როგორ კეთდება გრამობა, რამდენი რა უნდა მოიძიოთ, გაჩნია რამდენს აკეთებთ, იმის მიხედვით. გასუფთავებულ ინდაურს ვხარშავთ, წყლით უნდა დაიფაროს, რომ მოიხარშება, ვიღებთ ცალკე თასზე და ვაყრით მარილს. ვდებთ გამოსაცხობად,რომ შევაწითლოთ. ნახარშს მოვხდით თავზე…

Read More

ბადრიჯანი სომხურად – უგემრიელესი მოთუშული ბოსტნეული

ინგრედიენტები მომზადების წესი ბადრიჯანს გავაცალოთ კანი და დავჭრათ მრგვალ ფორმებად, სტაფილო გავხეხოთ, დარჩენილი ინგრედიენტებიც დავჭრათ წვრილად. მოთუშულ ხახვს ნელ-ნელა დავუმატოთ ყველაფერი, ვურიოთ ნელ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული კარგად არ მოითუშება.

Read More

ერთი საიდუმლო ინგრედიენტი და მსოფლიოში ყველაზე ფუმფულა ხაჭაპური გამოგივათ!

ყველა მოყვარულ თუ პროფესიონალ მზარეულს ფუმფულა ხაჭაპურის მომზადების თავისი საიდუმლო აქვს. ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ. ავტორი: მარიამ ღვინჯილია ინგრედიენტები მომზადების წესი ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს. წყალს არ ვიყენებ, მხოლოდ მინერალურს. ცომს ვზელ დაახლოებით 15 წუთით ცოტა ზეთის დახმარებით (ცომი ხელზე რომ არ მოგეკროთ და ხაჭაპური ფუმფულა გამოვიდეს). შემდეგ დავდგამ ასაფუებლად. რომ ამოფუვდებაცომი კარგად, ამ…

Read More

ნამდვილი სვანური კუბდარი

ინგრედიენტები მომზადების წესი თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მოვზილოთ ცომი, მაგრამ უფრო მაგარი, ვიდრე ხაჭაპურის შემთხვევაში. ცომში ასევე შეიძლება კარაქის ან მარგარინის შეზელა (50 გ). დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ამასობაში ხორცი დავკეპოთ თანაბარი, საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ხორცი ახალგაზრდა და რბილი არ არის, უმჯობესია ხის ჩაქუჩით დავბეგვოთ),დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სუნელები. განსაკუთრებული…

Read More

მჭადი-ბებოს რეცეპტით

თუკი გსურთ, მჭადი ოქროსფერი და ფუმფულა გამოვიდეს. ინგრედიენტები მომზადების წესი სიმინდის ფქვილს შეურიეთ მარილი და მოზილეთ თბილი წყლით. ცომი უნდა იყოს თხელი, რადგან უნდა გააჩეროთ 20-30 წუთი. ამ დროის განმავლობაში ცომი სქელდება. სველი ხელით ამოიღეთ ერთნაირი ზომის ბურთულები, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ცხელ ტაფაზე, ბლომად ზეთში.

Read More

უძველესი კერძი „ყალია“ – ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა მოამზადოს

ინგრედიენტები მომზადების წესი პირველ რიგში, თუჯის ტაფაზე შებრაწეთ ქათამი. იმავე ცხიმში მოშუშეთ ალყა-ალყად დაჭრილიხახვი. მოშუშეთიქამდე, სანამ არ გამუქდება, შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი,უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა გემოვნებით, მოურიეთ კარგად და დაამატეთ ბროწეულის გამოწურული წვენი, ასევე ჩააყარეთ ცოტა გარჩეული ბროწეულიც, მარილი გემოვნებით. როდესაც კარგად ათუხთუხდება, ჩაალაგეთ დაჭრილი ქათამი და მოასხით ფორთოხლის წვენი, მეტი პიკანტურობისთვის. თეფშზე…

Read More

ბაჟე და საცივი ამის გარეშე არ არსებობს! – როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი ყველაზე სწრაფად

ალბათ ყველას გინახავთ, რა მდიდრულად გამოიყურება სუფრაზე მიტანილი ცხიმმოსხმული საცივი თუ ბაჟე. ეს არც მზესუმზირის ზეთია, არც ზეითუნის, ნიგვზისგან გამოხდილი ზეთია, რომელსაც „ურწყულს“ უწოდებენ. შეიძლება ნიგვზისგან ზეთის მიღება ბევრმა იცის, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გახადოს. დღეს გაგიზიარებთ მეთოდს, რომლის დახმარებითაც ნიგვზის ზეთს უსწრაფესად მიიღებთ. პროფესიონალი მზარეულების გამოცდილებით, ნიგვზისგან ზეთის…

Read More